
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა – პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა. დღევანდელი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განხილვის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის










