
ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ გაძარცვული ჯარი დღევანდელი მინისტრის პირობებში მყარად დგას ფეხზე – საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად !
არ არის საიდუმლო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი არის სამხედრო ძალა. ძლიერი ჯარი პრესტიჟიცაა და მშვიდობის უზრუნველყოფის წინაპირობაც. ეფექტურ სამხედრო ძალას გარე მტერი, როგორც წესი, ერიდება და უნებლიედ პატივს სცემს – ეს აქსიომაა. ჩვენ, წლების წინ, არაერთხელ მიგვიღია ომის ვეტერანებთან ერთად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, კერძოდ, ვაპროტესტებდით მინისტრების არაკომპეტენციას, გამეფებულ კორუფციას, ე.წ. ,,დედოვშინას” ჯარში, როცა უფროსები










