
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის, ჯამში, 18 მოქალაქე. „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს










