
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ა.ი., 1995 წელს დაბადებული ა.ე. და 1993 წელს დაბადებული ფ.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო










