
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს, ამავე სისხლის სამართლის










