
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი
ეროვნული ბანკი – კატეგორიულად უარვყოფთ, თითქოს რაიმე სახის შეზღუდვები წესდება კომერციულ ბანკებში, მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ ანაბრების განკარგვა, გადარიცხვები, ცრუ ინფორმაცია ქმნის პანიკას
კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეროვნული ბანკი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისა და გაზიარებისგან. „ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და










