
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი, საზოგადოება
ვახტანგ ცინცაძე – 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად
ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8,3 % შეადგინა, იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 9,8 %- ით განისაზღვრა. შედეგად, მესამე კვარტლის საშუალო ზრდამ 11.1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ზოგადად ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტის, ვაჭრობის და კავშირგაბმულობის სექტორებმა.










