
გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა. მინისტრმა ახალ რექტორს უნივერსიტეტის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, გიორგი ხუბუა დიდი შემართებითა და მდიდარი გამოცდილებით წარუძღვება უნივერსიტეტს, რათა KIU გახდეს წამყვანი და ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში,