
გრუნის მედიცინის მიმართულების სტუდენტები საერთაშორისო პროგრამა – Erasmus+ – ის პროექტის – LIFESTREND ფარგლებში, ბაკურიანში, არითმიის ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტები საერთაშორისო პროგრამა – Erasmus+ – ის პროექტის – LIFESTREND ფარგლებში, ბაკურიანში, არითმიის ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ. სტუდენტებმა ცოდნა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ შეიძინეს და არითმიული დაავადებების მართვის საკითხებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევები განივითარეს. პროექტში მედიცინის სკოლის სტუდენტების მონაწილეობა სრულად დაფინანსდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.










