
ჟურნალისტიკა არ არის მომსახურების სფერო, ეს პროფესია საფუძვლიან ცოდნას და განათლებას მოითხოვს
ანალიტიკური აზროვნება, პუბლიცისტიკა, კერძოდ, ქართული პუბლიცისტიკა ჩემთვის განსაკუთრებული თემაა. ქართველებს წილად გვხვდა ბედნიერება, ვიყოთ ვაჟა-ფშაველას, ილიას, სოლომონ დოდაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ყიფიანის და ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწის მრავლისმომცველი პუბლიცისტიკის მემკვიდრეები. გული მწყდება, რომ დღეს ამ პუბლიცისტიკას და წერილებს საერთოდ არ იცნობენ, ან ნაკლებ დროს უთმობენ მომქმედი ჟურნალისტები, არადა, აქ არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი










