
განათლების სამინისტრო – საქართველოს უნივერსიტეტები, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საგრანტო კონკურსი, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტების 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას










