
გიორგი ამილახვარი : სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება სამართლიანი და ლოგიკურია
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განაცხადებით, სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება სამართლიანი და ლოგიკურია. მისივე თქმით, საკითხის ირგვლივ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. „ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი ორი წლის წინ, როცა როგორც მშობლების, ასევე დარგის სპეციალისტების მხრიდან უამრავი მომართვიანობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება










