
გიორგი ამილახვარი – მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა დღეიდან ამოქმედდა, ძალაში შევიდა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც მათთვის ხელფასების უპრეცედენტო ზრდას ეხება
მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, პირველი ივლისიდან უკვე ძალაში შევიდა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება მასწავლებლებისთვის ხელფასების უპრეცედენტო ზრდას. „ჩვენ გვყავს 52 ათასი საჯარო სკოლის სტატუსიანი მასწავლებელი, ვისაც საგნებში კომპეტენცია დადასტურებული აქვს. ამ პედაგოგების 70 პროცენტს, დაახლოებით 40 ათას მასწავლებელს ხელფასი ეზრდება, სულ










