
გრუნში, პროფესორების – მალხაზ ბაძაღუასა და მამუკა თავხელიძის მონოგრაფიის : „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“, წარდგენა გაიმართა
2025 წლის 15 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროფესორების – მალხაზ ბაძაღუასა და მამუკა თავხელიძის მონოგრაფიის: „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“, წარდგენა გაიმართა. ნაშრომში განხილულია სამართლისა და პედაგოგიკის სფეროს აქტუალური პრობლემები: სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგიკა, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.










