თაღლით და მევახშე ხაზარაძის ,,ლელო”-ში მორიგმა სკანდალმა იფეთქა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო
თაღლით და მევახშე ხაზარაძის ,,ლელო”-ში მორიგმა სკანდალმა იფეთქა – დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის 52-ე ნომერი დავით ფერაძე. ფერაძეს ბრალად რამდენიმე დღის წინ თბილისში ტრასგენდერი ქალის ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა ედება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრასგენდერ ქალს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ტრასგენდერ ქალს ,,ლელო”-ს წევრმა თავში აგური ჩაარტყა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.










