
კობა კობალაძე : ,,რაც უფრო მედგრად ვიქნებით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამოცანების უზრუნველმყოფები, მით უკეთ გამოვადგებით ჩვენს შვილებსაც, ჩვენს ქვეყანასაც და უფრო კარგი დამხვედრები ვიქნებით ჩვენს მტრებთანაც”
დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბატონი კობა საინტერესოა საკუთარი საბრძოლო ბიოგრაფიითაც და ჯერ კიდევ 90 -იანი წლების დასაწყისში იცავდა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აფხაზეთში, სადაც როგორც გამორჩეული მებრძოლი და მეთაური, არაერთხელ იქნა დამსახურებულად წახალისებული. მათ შორის ჯერ ისევ სულ ახალგაზრდას, 1993 წელს, განსაკუთრებული დამსახურებებისათვის,










