
ანგაჟირებული ფსევდო პროევროპული აქცია ,,ნაცხროვის” იმედებს ვერ გაამართლებს
დაანონსებული მარში, კარგად ჩვეული ტონი ტრიბუნასთან და რეგიონ-რეგიონ მობილიზებული ხალხი მცირე რაოდენობით. ასე გამოიყურებოდა ,,მარში ევროპისთვის”, რომლის ორგანიზატორთა ვინაობა უცნობია. თუმცა თუ ტრიბუნასთან გამომსვლელი სპიკერებითა და გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ორგანიზატორებად რადიკალები და მათი უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები უნდა ჩაითვალონ, რომელთა აქტიურობა გუშინდელ მარშზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. ტრიბუნასთან არა, მაგრამ სცენის მიღმა იყო განლაგებული კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” თავიანთი










