
,,თბილისობა” – 2024 -ერთი ნახვით გიყვარდება მზისა და ვარდების სადარი ეს დალოცვილი ქალაქი
თბილისს ერთი თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული წესი აქვს: ერთხელ თუ გაგიღო გულის კარი და შეგიყვარა, სამუდამოდ მის მონა-მორჩილად გაქცევს. რაც უფრო უახლოვდები და ითავისებ ამ ქალაქის გულისფეთქვას, უფრო შენი ხდება, სულში ისახლებს და ხვდები, რომ ვერასდროს მოშორდები. ერთი ნახვით გიყვარდება მზისა და ვარდების სადარი ეს დალოცვილი ქალაქი. მეც ეს დამემართა – სადაც არ უნდა წავიდე, სულ მაკლია










