
ლუკა კურტანიძის საქმეში ქართულმა სასამართლომ კანონის წინაშე თანაბრობის გამორჩეული მაგალითი აჩვენა !
გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა – მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ,,ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის










