
ალექსანდრე ასათიანის პოეტური კრებულის – ,, მამული მარად” პრეზენტაცია გაიმართა
ორიოდე დღის წინ, კიკვიძის პარკში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტის, ალექსანდრე ასათიანის პოეტური კრებულის – ,, მამული მარად” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას ნიჭიერი და არაჩვეულებრივი პოეტის, ალექსანდრე ასათიანის უახლოესი მეგობრები : ერეკლე საღლიანი, ლანა ბიბილურიძე, ბაღათერ არაბული და სხვანი ესწრებოდნენ. პრეზენტაციამ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მეგობრულ, მხიარულ, წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. საღამო სასიამოვნო ფურშეტით დასრულდა. ,,










