- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – აშშ მზად არის, დააწესოს ახალი სანქციები, თუ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან
აშშ მზად არის, დააწესოს ახალი სანქციები, თუ ვლადივოსტოკში, დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე შეთანხმდებიან. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. „მინდა შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ,