
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ილჰამ ალიევი – რუსეთმა, უკრაინამ და ევროპის ინსტიტუტებმა მოგვმართეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს
უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირმა მიმართეს აზერბაიჯანს, რომ რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩერნობიოში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ილჰამ ალიევის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ბაქო უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს. „რუსეთი, უკრაინა და ევროპული ინსტიტუტები დაგვიკავშირდნენ, უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუ ტრანზიტი შეჩერდება,










