
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლაჩინის დერეფანში ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, რუბენ ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას. მედიის ცნობით, რუბენ ვარდანიანის ოჯახის წევრები მასთან კონტაქტის დაკარგვას ადასტურებენ. ვარდანიანი არის ერევანში დაბადებული საინვესტიციო ბანკირი, 90-იან წლებში რუსეთის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. „ფორბსი“ მის ქონებას ერთ მილიარდ დოლარად აფასებს. 2022










