
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ პოლონეთს სთხოვს, უკრაინაში იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ განცხადება განმარტოს
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ პოლონეთს სთხოვს, უკრაინაში იარაღის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადება განმარტოს. ამის შესახებ გავლენიან სააგენტოს აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც „ბლუმბერგი“ არ ასახელებს. მისი თქმით, პოლონეთი კვლავაც ერთგულია უკრაინის მხარდაჭერის, თუმცა ვაშარვის მკაფიო პოზიცია უცნობია. ის ასევე დასძენს, რომ კიევსა და ვარშავას შორის უთანხმოებას ჯერ არ გამოუწვევია განხეთქილება კოალიციაში, რომელიც უკრაინას ეხმარება.









