
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ვერ შევძელით პუტინის დაშინება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ვერც – რუსეთის ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ შეთანხმების მიღწევის მეთოდი
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მისცენ ევროკავშირს მანდატი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან მშვიდობის შეთანხმების მისაღწევად, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა მოსკოვის იძულება, უარი თქვას უკრაინაში ომზე. ამის შესახებ ბარტ დე ვევერმა ბელგიურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომლიდანაც ციტატას „ევრაქტივი“ ავრცელებს. „ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ვლადიმერ პუტინის დაშინება, ვერ შევძელით მისი ეკონომიკურად მოგუდვა










