
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთი და ირანი რეშტ-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის მშენებლობას პირველ აპრილს დაიწყებენ
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის და რუსეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარის, სერგეი ცივილევის განცხადებით, პირველ აპრილს რუსეთი და ირანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის“ (ISTC) დასავლეთ მარშრუტზე რეშტ-ასტარის რკინიგზის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ. ცივილევის თქმით, რუსეთმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილად რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი შეიმუშავეს, მათ შორის არის მიწის










