
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭაში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია. მათივე ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების









