
აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა
საპოლიციო დანაყოფების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითად ფუნქციას ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ახლად რეაბილიტირებული შენობა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის









