
შესაძლოა თუ არა გლობალური ომის წინაპირობა გახდეს ტრამპის ახალი ინიციატივა ?
საინტერესო და სახიფათო განვითარებაა მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთის საკითხში, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ღაზას ტერიტორიას აშშ დაიკავებს და, რომ იქ არაფერია დარჩენილი ნანგრევების გარდა. ეს მძიმე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არაბული და ზოგადად მუსლიმური სამყაროსთვის. განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ტრამპის მოთხოვნა, რომ პალესტინელები აღარ უნდა დაბრუნდნენ ღაზაში და მათი










