
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები, სამართალი
ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს!
ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ადგილიდან ,,GEO NEWS”-ის კორესპონდენტი. შემთხვევა ე.წ. გოროდოკის უბანში, ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ









