
სურსათის ეროვნული სააგენტო – საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, შვიდ ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის










