დავით გაგუა – DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება დადებითად იმოქმედებს მედიცინის, კლინიკის განვითარებასა და პაციენტების უსაფრთხოებაზე
გაგუას კლინიკის ხელმძღვანელის, დავით გაგუას განცხადებით, DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის. დავით გაგუამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე კარგია სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის. „DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია. ეს










