
ლაშა ჟვანია – ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რადგან ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი გამოაცხადა
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედისმომცემია, რომ ვითარება არ გადაიზარდოს რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში. „დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩრდილოეთიდან უფრო









