
იუსტიციის მინისტრის მოადგილე – არქივის ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, ყველა საჭირო სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, შენობაში იყო განთავსებული
ვრცელდება სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეროვნული არქივის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა განაცხადა. ლომუაშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ასეთი მაღალი პროფესიონალური მიდგომისთვის. მათი დახმარებით ძალიან სწრაფად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ამჟამად მიმდინარეობს










