
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ
მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის შესახებ ახალი ბრალდებები წარუდგინა. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საუბარია ამ პირების მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე. პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალაც. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო










