
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, ხოლო 15 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს – პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც










