
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ქ.ი.-ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი









