
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან










