
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული









