
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მისი მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ. „სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას. მხარეებმა ისაუბრეს საგზაო










