
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, მოხელისთვის ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით










