
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. სხდომა სასამართლოში დისტანციურად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, ვინაიდან გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნულის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები ითხოვდნენ, საქმის მასალები დეტალურად სცოდნოდა მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთს – ლაშა კლდიაშვილს, ვინაიდან ის










