
მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო. იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შესაბამისი










