
ჯანდაცვის სამინისტრო – ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე იძულებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი განყოფილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა. „ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა










