- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
კახა კალაძე – კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, ისიც ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება
თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან ქვეყანამ ამისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. ასევე შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები. „საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.









