
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი – ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის პირობებში იყო, აღარ განმეორდეს
ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა, აღარ განმეორდეს, ყველაფერი ნეგატიური უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშშ-ს საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან.








