
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები, სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გურიაში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. „ამ







