
ღვინის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი








