
- By
- In საზოგადოება, სიახლეები
აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს – გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი
აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ. „ შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით




