
იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს
იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს. „ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ










